ვალუტის კურსი

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 8 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში ორმა კომერციულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა.
„მოთხოვნამ შეადგინა 13 450 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.650 პროცენტით, მაქსიმალური 8.150პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.947 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.
Share