1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
11:28:13

ლარი დოლართან 3, ევროსთან კი, 4 თეთრით გაუფასურდა

By: Admin
2018-09-07 12:38:25
204

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6131 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.5876 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0255 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.1169 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 3.0759 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0410 ლარი შეადგინა. 

Share