2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:55:54

25 წელი საქართველოსათან ერთად- მნიშვნელოვანი მოვლენები „თიბისი ბანკის“ ისტორიიდან

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

1992 წლის 17 დეკემბერს დაფუძნდა სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკი“, რომლის საწესდებო კაპიტალი 500 აშშ დოლარს შეადგენდა.

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთი წლის თავზე 300-მდე ბანკი დარეგისტრირდა, თუმცა ათი წლის შემდეგ, მათგან მხოლოდ „თიბისი ბანკი“ არსებობდა.

1997 წელს  მსოფლიო ბანკის პირველი საკრედიტო ხაზი გაიხსნა, რომლის მოცულობაც 1 მლნ აშშ დოლარი იყო. „თიბისი ბანკმა“  პირველი სადებიტო ბარათი გამოუშვა, გაიხსნა IFO საკრედიტო ხაზი, რომლის მოცულობაც 8 მლნ აშშ დოლარი იყო.

2002 წელს, თიბისი ბანკის დაფუძნებიდან 10 წლის თავზე, კომპანია თბილისის მასშტაბით 8 ფილიალს ფლობდა.

ამავე წელს „თიბისი“, ფინანსური მაჩვენებლით, საქართველოში ყველაზე მსხვილი ბანკი ხდება.

2003 წელს თიბისი ბანკმა ლიტერატურული კონკურსი საბა დაარსა, რომელიც თანამედროვე ქართველ მწერლებს ყოველწლიურად სხვადასხვა ნომინაციებში აჯილდოვებს.

2004 წელს „თიბისი ბანკი“  ფოტოკონკურს ქოლგას პარტნიორი გახდა.

2005 წელს მარჯანიშვილის 7 ნომერში „თიბისი ბანკის“ ახალი სათავო ოფისი გაიხსნა.

კომპანიამ, ცნობილი არქიტექტორის, ალექსანდრე როგოისკის პროექტით შექმნილი უნიკალური შენობა, 2004 წელს აუქციონზე შეიძინა და მისი რეაბილიტაცია დაიწყო.

2008 წლის ფინანსური კრიზისის ფონზე, ომით დაზარალებულთა დასახმარებლად კომპანიამ საქველმოქმედო ფონდი შექმნა, რომელშიც პირველი შენატანი 5 მლნ ლარი განახორციელა.

ამ ფონდის დახმარებით, სოფელ წეროვანში სკოლა აშენდა, სადაც 2000 ბავშვი იღებს განათლებას.

2009 წელს „თიბისი ბანკმა“ ბათუმის ფილიალი გახსნა. მანამდე „თიბისიმ“ აუქციონზე ბათუმის ცენტრალური რკინიგზის შენობა შეიძინა და მას პირვანდელი სახე დაუბრუნა.

2009 წელს „თიბისი ბანკის“  საერთო კაპიტალმა 325 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, მოზიდული რესურსი 440 მლნ აშშ დოლარს უდრიდა. 2009 წელს თიბისი ბანკის თანამშრომლების რაოდენობა 2264 -მდე გაიზარდა.

2011 წელს „თიბისიმ  ბანკი“ კონსტანტას აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა. ამავე წელს კომპანია ისრაელის ბაზარზე შევიდა და „თიბისი ინვესტი“ დაარსა.

2011 წელს „თიბისი ბანკი“, „ისტერნ პრომოუშენის“ მიერ ორგანიზებული, რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური მოვლენის - შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის მეგობარი გახდა.

2012 წელს, 20 წლის იუბილეზე, „თიბისი ბანკმა“ საქართველოში პირველი სატელევიზიო არხი კულტურაზე - არტარეა დაარსა.

 ამავე წელს, დედაქალაქის ცენტრში „თიბისის“ ინიციტივით დაიდგა თამარ კვესიტაძის ქანდაკება „საათები“.

2012 წელს სათავო ოფისის მესამე სართულზე გაიხსნა არტ-გალერეა, სადაც აღიარებული ქართველი და უცხოელი მხატვრების, მოქანდაკეების, ვიზუალური არტისტების ნამუშევრების ექსპოზიციები იმართება.

2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი - Saba.com.ge, სადაც ათასობით წიგნის ელექტრონული ვერსიაა განთავსებული.

2014 წელი „თიბისი ბანკის“  აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდა.

2015 წელს „თიბისი ბანკმა“  მასშტაბური კამპანია - #წერექართულად წამოიწყო, რომლის მიზანიც ციფრულ მოწყობილობებში ქართული ენის პოპულარიზაცია გახდა.

2016 წელს „თიბისი ბანკი“ ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში გადავიდა.

2016 წელს „თიბისი ბანკმა“  ბანკი რესპუბლიკის აქციები შეიძინა, ამ გარიგებით თიბისი გახდა #1 ბანკი საქართველოს ბაზარზე.

2016 წელს დაარსდა პროექტი ბიზნესდაჯილდოება, რომლის მთავარი მიზანი ბიზნესის კეთების პოპულარიზაცია და ქართველი მეწარმეების მხარდაჭერაა.

2017 წელს „თიბისი ბანკი“  ლონდონის საფონდო ბირჟის ინდექსის, FTSE 250 – წევრი გახდა, სადაც მხოლოდ მსოფლიოს 15 ბანკია წარმოდგენილი.

2017  წელს „თიბისი ბანკმა“  პირველი ქართული ჩეტბოტი, თი ბოტი შექმნა, რომელიც მომხმარებლებს მესენჯერიდან გაუსვლელად სთავაზობს საბანკო მომსახურებასა და სხვა მრავალი სახის ინფორმაციას.

2017  წელს „თიბისი ბანკის“  ინიციატივით პეტრე ოცხელის ნამუშევრების რესტავრაცია მოხდა, რომელიც მოგვიანებით თიბისი გალერეაში გამოიფინა.

(NS) 

 

Share