3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:29:17

„მაგთიკომი“ მობილური ინტერნეტის პაკეტებს მნიშვნელოვნად აძვირებს

By: Admin
2018-01-05 18:05:42
204

კომპანია „მაგთიკომი“ 18 იანვრიდან მობილური ინტერნეტის პაკეტებს მნიშვნელოვნად აძვირებს.

კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თითოეულ პაკეტზე ფასი 2-5 ლარით მოიმატებს:

500 მბ ბილური ინტერნეტის ღირებულება 5 ლარი გახდება (ძველი ფასი 3 ლ.);

1 000 მბ - 7 ლარი (ძველი ფასი 5ლ);

2 000 მბ - 12 ლარი (ძველი ფასი 7ლ);

4 000 მბ - 14 ლარი (ძველი ფასი 10ლ);

6 000 მბ - 18 ლარი (ძველი ფასი 15ლ);

15 000 მბ - 35 ლარი (ძველი ფასი 30ლ);

ულუმიტო  - 150 ლარი.

კომპანიას ფასების გაზრდის მიზეზი არ განუმარტავს. 

აღსანიშნავია, რომ ფასების ცვლილების შედეგად, „მაგთის“ მობილური ინტერნეტპაკეტები საქართველოში ყველაზე ძვირი ეღირება.

Share