-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:13:49

დოლარი 2.5423 ლარი ღირს

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ლარი დოლართან მიმართებაში თითქმის 2 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.5423 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.5616 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0193 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 3.1209 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 3.1049 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0160 ლარი შეადგინა. 

Share