ვალუტის კურსი

2017 წლის დეკემბერში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 138.4 მილიონი აშშ დოლარი (361.5 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 2016 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით (19.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.4 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.4 პროცენტი მოდიოდა.
სებ-ის ცნობით, 2017 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.8 მლნ აშშ დოლარი (51.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 18.2 მლნ აშშ დოლარისა (48.3 მლნ ლარისა) გასული წლის დეკემბერში.
Share