ვალუტის კურსი

ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4062 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კი, მისი შეძენა 2.4075 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. 1 ევრო ხვალ, 2.6986 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.6918 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0068 ლარი შეადგინა.
Share