4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:38:06

ქუმსიშვილი: ჩინეთთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართველი ექსპორტიორები ჩინურ ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობენ

By: Admin
2018-01-17 19:20:51
204

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიზნესასოციაციებს ჩინეთის ბაზარზე გაზრდილი საექსპორტო შესაძლებლობები გააცნო.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებით, გაიზარდა საქართველოს მწარმოებლებისთვის ექსპორტის შესაძლებლობები. 

„ჩინეთთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართველი ექსპორტიორები ჩინურ ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობენ. ჩინეთში, გასულწელს, 7 მილიონ 600 ათასი ბოთლი ქართული ღვინო გავიდა, რაც უპრეცედენტო მოცულობაა. 2018 წლიდან საქართველოსა და ჩინეთის სახალხორესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდა, რაც ზრდის ჩვენი მწარმოებლებისათვის ექსპორტის შესაძლებლობებს ჩინეთის ბაზარზე",- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ჩინეთი საქართველოს ხუთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორისაა. 2017 წელს სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან 24 პროცენტით, ექსპორტი კი - 23 პროცენტითგაიზარდა და 200 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. შეხვედრის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილმა სტუმრებს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გამოფენის ორგანიზებისიდეა „აბრეშუმის გზის საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმზე'', 2017 წლის მაისს გაჟღერდა. ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ექსპო ქალაქ შანხაიში 5-10 ნოემბერსაა დაგეგმილი.

Share