1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:52:23

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 53 520 000 ლარი შეადგინა.

სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.200 პროცენტით, მაქსიმალური 9.530 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.370 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 9.375 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Share