ვალუტის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.5463 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.5451 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.1154 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 3.1058 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0096 ლარი შეადგინა.
Share