
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს საფოსტო მარკების ესკიზების კონკურსს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული საფოსტო მარკების გამოცემის განვითარებას და პოპულარიზაციას.
2018 წლის საკონკურსო თემები გახლავთ:
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა:
აქტუალური თემატიკა:
გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები:
თავისუფალი თემა:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს რომლის ასაკიც აღემატება 16 წელს, დაინტერესებულ მონაწილეს მოცემული თემატიკიდან შეუძლია წარმოადგინოს საფოსტო მარკების ესკიზების ერთი, რამდენიმე ან ყველა თემაზე პროექტი, ასევე თითოეულ თემაზე შესაძლებელია ესკიზის რამდენიმე ვარიანტის წარმოდგენა.
თითოეული სახის ესკიზის პროექტში გამარჯვებულისთვის დაწესებულია პრემია 500 ლარის ოდენობით. კონკურსი ტარდება ერთ ტურად, საფოსტო მარკების ესკიზების პროექტების წარდგენის ბოლო ვადა გახლავთ 2018 წლის 9 თებერვალი, 18:00 საათამდე.
კონკურსში მონაწილეობის წესებს და საკონკურსო მოთხოვნებს შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ მოცემულ ბმულზე: https://www.gpost.ge/?site-lang=ka&site-path=news/&id=1267, ასევე კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: stamps@gpost.ge ან ცხელ ხაზზე: (32) 224 09 09.
(R)
Share