3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:35:55

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა

By: Admin
2018-01-23 17:21:50
204

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.5340 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.5429 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0089 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.1067 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 3.1082 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა. 

Share