2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:45:17

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელი: სადავო ტენდერებში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია

By: Admin
2018-09-07 12:37:40
204

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებას ეხმაურება.

გურჩიანის თქმით, ხეჩიკაშვილმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, როდესაც კარტელურ გარიგებებთან დაკავშირებით საუბრისას იგი მომჩივანის მხარის პარტნიორად მოიხსენია.

„ტარიელ ხეჩიკაშვილმა შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება და მაყურებელი, როცა იმ ყბადაღებულ კარტელურ გარიგებებთან დასმულ შეკითხვაზე, ტვ პირველის ეთერში,  მან  მომჩივანის მხარის პარტნიორად მომიხსენია. მინდა გითხრათ, რომ მე არასოდეს არ ვყოფილვარ იმ კომპანიის პარტნიორი, ვინც ახლა ამ თემებზე დავობს.  ადრეც აღვნიშნე და ახლაც ვიმეორებ, რომ ყველა იმ ტენდერში, სადაც კი ჩემს კომპანიას , "ტოიოტა ცენტრ თბილისს",მონაწილეობა მიუღია, ჩვენ არ შეგვინიშნავს რაიმე მსგავსი ტენდენცია. ხოლო იმ ტენდერებთან დაკავშირებით, რაზეც მიდის დავა, ჩვენ  საერთოდ არ ვმონაწილეობდით და აქედან გამომდინარე, საქმის კურსშიც არ ვართ, რა ხდებოდა. ზოგადად,  ასეთ დიდ მრავალერთეულიანი მანქანების ტენდერებში ჩვენ ბოლო 10 წელია,  საერთოდ არ მიგვიღია მონაწილეობა. შესაბამისად, იყო იქ რაიმე უკანონო თუ არა, მე ნამდვილად არ ვიცოდი და არც შეიძლებოდა მცოდნოდა“, - აცხადებს ირაკლი გურჩიანი.

Share