4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:00:33

აუქციონზე 30 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

„მოთხოვნამ შეადგინა 47 020 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.110 პროცენტით, მაქსიმალური 8.130 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 8.119 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 8.125 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

Share