5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:56:10

ქუმსიშვილი: ჩვენ მხარი დავუჭირეთ შეთანხმებას სამთო მომპოვებელ დარგში მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებასთან დაკავშირებით

By: Admin
2018-01-25 16:55:52
204

"დღეს ჩვენ მთავრობის სხდომაზე მხარი დავუჭირეთ შეთანხმებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის სამთო მომპოვებელ დარგში მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს მიმართულება ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანია. დღეის მდგომარეობით, ჩვენი საექსპორტო პოტენციალის და რეალური ექსპორტის 30%-ზე მეტი მოდის სასაქონლო პროდუქტებზე და, რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა არის, რომ აღნიშნული პროდუქტების მიმართულებით მოხდეს მაქსიმალური დამატებითი ღირებულების შექმნა, ამავდროულად, მოხდეს სწორი ათვისება იმ წიაღისეული რესურესების, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და ასევე ბიზნესის სტიმულირება ამ მიმართულებით", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა შეთანხმებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რომლის ექსპერტული კვლევების საფუძველზეც, შემუშავდება წიაღთან დაკავშირებული ახალი სახელმწიფო პოლიტიკა და სტრატეგია, აგრეთვე მომზადდება ახალი საკანონმდებლო ბაზა, რომელშიც აისახება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

 

Share