2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:58:27

ქუმსიშვილი: წიაღის შესახებ ინფორმაციული ფონდები ციფრული, საჯარო და უფასო გახდება

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გაიზრდება, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა წიაღის მნიშვნელოვან რეფორმას იწყებს, სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კი, რეფორმის ერთ-ერთი შედეგი იქნება.

ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ ხელთ არსებული ინფორმაციული ფონდები, რომლებიც სასარგებლო წიაღისეულს შეეხება, გადავა ციფრულ ფორმატში და მოხდება აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროება. მისიტრმა აღნიშნა, რომ დღეს ეს ინფორმაცია ფასიანია და შესაბამისად, ბიზნესს მასთან წვდომა შეზღუდული აქვს.

ქუმსიშვილის განცხადებას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

Share