5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:48:42

დიმიტრი ქუმსიშვილმა პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ გაფართოებული საწარმო გახსნა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამთავრობო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსებული საწარმო გახსნა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შპს „ოცნებამ," რომელიც მხოლოდ სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპო­რტი­რე­ბი­თა და რეალიზაციით იყო დაკავებული, პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მხარდა­ჭე­რით საკუთარი ხისა და ლითონის კარის საწარმო ააშენა და პროდუქციას უშვებს  ქართული ბრენდით „მეგა­დორსი". საწარ­მო­ში ამჟამად დასაქმებულია 42 ადამიანი.  წარმადობის ზრდასთან ერთად კომპანია წლის ბოლომდე დამატებით 20 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

პირველ ვიცე-პრემიერს მეგზურობა საწარმოს მფლობელმა რაულ გაბაიძემ გაუწია. დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა ხისა და ლითონის კარის დამამზადებელი საამქროები, აგრეთვე გაეცნო კომპანიის მზა პროდუქციას. აღინიშნა, რომ ამჟამად კომპანია თანამშრომლობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში" წარმოებაში ხარისხის საერთაშორისო ISO სტანდარტის დასანერგად.

საწარმო აღჭურვილია თანამედროვე სტანდა­რტე­ბის შესაბა­მი­სი მანქანა-დანადგარებით. აღსანიშნავია, რომ კომპანია ამ სეგ­მენტში ლიდე­რია და მის მიერ წარმოებული პროდუქციით ადგილობრივი ბაზარი სტაბილურად მარა­გდება. საწა­რ­მო­ში ამ ეტაპზე სერიულად იწარმოება 100-ზე მეტი სახეობის მაღალი ხა­რი­სხის ხის და ლი­­თო­ნის კარი, ასევე მიიღება ინდივიდულური  შეკვეთებიც. მიმდი­ნა­რე პერიოდისათვის საწარმოს წარმადობა შეადგენს თვეში 2000 კარს, თუმცა უახლოეს პე­რიოდში წარმოების მოცულობა გაიზრდება ორჯერ, რაც კომპანიას მისცემს შესაძლე­ბლობას პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.

საწარმოს გახსნას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ნასარიძე.

საწარმო „მეგადორსი" ეკონ­ომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარ­გლებში სარგებლობს როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული კომპო­ნენ­ტით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადა­ფი­ნა­ნსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში" განახორციელებს, ხოლო საწარმოს ასაშე­ნე­ბლად კომპანიას  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან  5 184 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა.  სააგენტოს "აწარმოე საქართელოში" ხელშეწყობით განხო­რციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა  2 424 000 ლარს  შეადგენს.

Share