
22 იანვარს პირველად საქართველოში და ამიერკავკასიაში ჩატარდა ფარისებრი ჯირკვლის და ლიმფური კვანძების ამოკვეთა მიდგომით პირის ღრუდან. აღნიშნული ოპერაცია "ავერსის" კლინიკაში განხორციელდა.
დიაგნოზი ფარისებრი ჯირკვლის კიბო. ოპერაცია ჩატარდა უნიკალური ენდოსკოპიური მეთოდით - ტრანსორალურად, მიდგომით პირის ღრუდან. (TOETVA - Transoral endoscopic thyroidectomy - vestibular approach). ონკოლოგიურ პაციენტს თირეოიდექტომიასთან (ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა) ერთად ჩაუტარდა ლიმფური კვანძების ამოკვეთაც - ლიმფოდისექცია.
ოპერაციები ერთობლივად ჩაატარეს სეულის ნაციონალური საუნივერსიტეტო კლინიკის (SNUH) პროფესორ ჯინ ვუკ იიჰიმ და ,,ავერსის კლინიკის" ენდოკრინული ქირურგიის სამსახურის უფროსმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ენდოკრინული ქირურგიის დარგის ექსპერტმა - ედიშერ სიხარულიძემ.
26 იანვარს ავერსის კლინიკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საქართველოში და ამიერკავკასიაში პირველად ჩატარებული ამ უნიკალური ოპერაციის მიმოხილვა.
(R)
Share