5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:55:58

დიმიტრი ქუმსიშვილი: ბელარუსის პრემიერთან ყველა საკითხზე შევთანხმდით

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

„ბელარუსის პრემიერთან ყველა საკითხი ძალიან დეტალურად განვიხილეთ და პრაქტიკულად ყველა საკითხზე შევთანხმდით“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელარუსის პრემიერ-მინისტრ ანდრეი კობიაკოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ბელარუსის პრემიერთან, რომლის დროსაც დეტალურად იქნა განხილული ჩვენი ურთიერთობები. განვიხილეთ ყველა ის საკითხი, სადაც, ერთი მხრივ, გვჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერა, მეორე მხრივ, არსებობს პოტენციალი და ამავე დროს, ტექნიკური საკითხებია გადასაწყვეტი“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

შეხვედრა ბელარუსში, ქალაქ მინსკში გაიმართა, სადაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრას ბელარუსის პრემიერ-მინისტთან ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში ვალერი კვარაცხელია და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში.

 

(NS)

Share