ვალუტის კურსი

„მარტში დაგეგმილია ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, რომელიც ახალ სტიმულს მისცემს ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
სამინისტროს ინფორმაციით, მან ბელარუსში ვიზიტის ფარგლებში საქართველო-ბელარუსის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
„ფაქტია, როდესაც 2015 წელს აღნიშნული ვიზიტი პირველად მოხდა საქართველოში, ჩვენს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა პრაქტიკულად გაორმაგდა. შესაბამისად, შემდგომში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
Share