5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:49:21

ლარი დოლართან 2, ევროსთან კი, 3 თეთრით გამყარდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4749 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4962 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0213 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. 1 ევრო ხვალ, 3.0773 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 3.1073 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0300 ლარი შეადგინა. 

Share