4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:36:27

დოლარი ხვალ 2.4638 ლარი ეღირება

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4638 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4749 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0111 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0763  ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 3.0773 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა. 

Share