
2018 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, იანვარში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 1.7 % -ით გაძვირდა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი 9.8%, ბოსტნეული და ბაღჩეული 5.3%, რძე, ყველი და კვერცხი 3%, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 1.0%. გარდა ამისა, ფასები გაიზარდა ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (2.5%)აგრეთვე წყალმომარაგების და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7.7%) ქვეჯგუფებზეც.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გაიფდა 2.1%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯგუფში ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-3,5 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-1,5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
"ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (9.7%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.4 %). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-9.2%).
ფასები გაიზარდა ალკოჰოლურ სასმელებზე - 11,5 პროცენტით, რაც 0,75 პროცენტულიპუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა ასევე თამბაქოს ნაწარმზე (19,8 პროცენტი)", - ნათქვამია ინფორმაციაში.
Share