ვალუტის კურსი

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის განცხადებას ეხმაურება.
"ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი მიესალმა 2017 წლის განმავლობაში მიღწეულ სტაბილურ მაკროეკონომიკურ ჩარჩოს, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეულ პროგრამას და მის მიმდინარეობას, რომელმაც, ერთი მხრივ, ქვეყნის მდგრადობა გაზარდა და მეორემხრივ, ევროკავშირს მისცა შესაძლებლობა, ჩაერიცხა საბიუჯეტო დახმარება 48 მლნ ევროს ოდენობით", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მინისტრის თქმით, აღნიშნულმა პოზიტიურმა შედეგებმა საქართველოსა და ევროკავშირს მისცა დახმარების ახალ პროგრამაზე მუშაობის შესაძლებლობა. მისივე განმარტებით, ეს დახმარების ახალი პროგრამა 2017 – 2020 წლებზეა გათვლილი და 450 მლნ ევროს შეეხება.
(NS)
Share