ვალუტის კურსი

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4691 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4637 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0054 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს. 1 ევრო ხვალ, 3.0617 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 3.0715 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0098 ლარი შეადგინა.
Share