4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:09:23

ლარი გამყარებას განაგრძობს

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4501 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა  2.4621 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0120 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0031 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 3.0131 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0100 ლარი შეადგინა. 

Share