2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:53:35

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა

By: Admin
2017-06-14 11:20:22
204

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4105 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კი, მისი შეძენა 2.4062 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0043 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. 1 ევრო ხვალ, 2.7005 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.6986 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.

Share