ვალუტის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4592 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4480 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0112 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0691 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 3.0247 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0444 ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, ლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში გაუფასრუდა.
Share