
2018 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 110.0 მილიონი აშშ დოლარი (280.3 მილიონი ლარი შეადგინა), რაც გასული წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 31.1%-ით (26.1 მილიონი აშშ დოლარით) მეტია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.4 პროცენტი იმ 12 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. სებ-ის ცნობით, იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 90.8 პროცენტი მოდიოდა.
რაც შეეხება საზღვარგარეთ გაგზავნილ თანხებს, 2018 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.0 მილიონი აშშ დოლარი (38.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 13.3 მილიონი აშშ დოლარისა (36.1 მლნ ლარისა) გასული წლის იანვარში.
Share