
„რეგიონისთვის სამხრეთი გაზის კორიდორის განვითარებას, ჩვენი ქვეყნისთვის კი სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოებას და „შაჰდენიზი 2"-ისდასრულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტისასგანაცხადა, სადაც მონაწილეობა მიიღო სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-4 მინისტერიალში.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, სარგებელი, რომელსაც აქედან საქართველო მიიღებს, არის ის, რომ გაზის მოცულობა, რომელიც დღეს გვაქვს, პრაქტიკულადგაორმაგდება.
„დღეს თუ ჩვენ 800 მლნ. კუბურ მეტრ გაზზე გვაქვს გვაქვს წვდომა, 2022 წელს ამ გაზის მოცულობა მილიარდ ექვსას მილიონამდეგაიზრდება. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოებაზე აისახება", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
(NS)
Share