
ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის შრაგა ბროშმას განცხადებით, საქართველოში ბიზნესის კეთება ძალიან მარტივია.
როგორც შრაგა ბროშმა აღნიშნა, საქართველოს მიმართ დაინტერესება წარმოების სექტორს, სოფლის მეურნეობას, ტურიზმს და სხვა მნიშვნელოვან სფეროებს მოიცავს და ყურადღება საქართველოს მიმართ ისრაელელი ინვესტორების დიდ ინტერესზე გაამახვილა.
"საქართველოში ბიზნესის კეთება ძალიან მარტივია, რადგანაც, რადგანაც არ ვაწყდებით ბიუროკრატიულ, დროში გაწელილ პროცედურებს, მოქნილი საგადასახადო სისტემა და ხელისუფლების ძლიერი სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ კი საქართველოსადმი ბიზნესმენების დიდ დაინტერესებას განაპირობებს", - განაცხადა ბროშმმა.
მთავრობის მეთაურმა ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტს ქვეყანაში არსებული ბიზნეს-გარემო და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს გაუსვეს ხაზი და საქართველო-ისრაელის დინამიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
Share