4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:05:29

„თიბისი ბანკის“ ბანკომატებს ახალი ფუნქციონალი დაემატა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

"თიბისის" ბანკომატებიდან თანხის გამოტანა უკვე ბარათის წამკითხველზე ბარათის ან სტიკერის ერთი შეხებით არის შესაძლებელი.   

ახალი ფუნქციონალი საშუალებას იძლევა, თანხა ჩვეულებრივზე 2 -ჯერ უფრო სწრაფად გაანაღდოთ. ამას გარდა,  თავიდან აიცილებთ ბანკომატში ბარათის დარჩენის რისკს.

ახალი ფუნქციონალით სარგებლობა ძალიან მარტივია: ბარათის წამკითხველზე დადების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება პინ-კოდის შეყვანის ფანჯარა. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი შეიყვანს პინ-კოდს, ის გაანაღდებს მისთვის სასურველ თანხას.

ბანკომატიდან  თანხის უკონტაქტოდ  გატანის ფუნქციონალი მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და ის თითქმის ყველა წამყვან ბანკს აქვს.

(R)

Share