ვალუტის კურსი

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.4767 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4638 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0129 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 1 ევრო დღეს 3.0558 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 3.0595 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0037 ლარი შეადგინა.
Share