1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:09:11

საქართველოში საჰაერო ხომალდებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევა დამატებითი გადასახადისგან გათავისუფლდება

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

საქართველოს საზღვრის ფარგლებში საჰაერო ხომალდებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევა დამატებითი გადასახადისგან გათავისუფლდება.

აღნიშნული ინიციატივა ფინანსთა სამინისტრომ  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

"დამატებით წარვადგინეთ დღეს ექვსი ახალი ინიციატივა. საქართველოს საზღვრის ფარგლებში საჰაერო ხომალდებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევა გვინდა გავათავისუფლოთ დამატებითი გადასახადისგან. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ამავე დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი თავისუფალი ვაჭრობის და ასოცირების ევროკავშირის ხელშკერულებასთან, ვფიქრობთ,რომ აღნიშული შეღავათით მნიშვნელოვნად წავახალისებთ იმას, რომ საქართველო გახდეს რეგიონალური ჰაბი საჰაერო გადაზიდვების თვალსაზრისით და ამავე დროს ხელს შეუწყობს, რომ იმ კომპანიების, რომელბიც აწარმოებენ მომსახურების ექსპორტს, მათი საქმიანობის არეალი გაფართოვდეს", - განაცხადა ბახტაძემ.

Share