4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:53:05

საერთაშორისო საავიაციო ფორუმი #CONNECT2018 ხვალ დასრულდება

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

რიგით მეთხუთმეტე საერთაშორისო საავიაციო ფორუმი #CONNECT2018, რომელმაც თბილისში ავიაციის სფეროს 500-ზე მეტი დელეგატი შეკრიბა, ხვალ დასრულდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დილის 09:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში" პრეზენტაციას ირლანდიური ავიაკომპანია ,,რაინეარის" მარშრუტების განვითარების დირექტორი ნილ ო კონერი, შემდეგ ქართული ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეიზის" ბიზნესგანვითარების დირექტორი, ეთერ გაიაშვილი გამართავენ. მოგვიანებით პანელზე სიტყვით იტალიის  აეროპორტების დირექტორები წარსდგებიან.

შეგახსენებთ, რომ თბილისში საერთაშორისო საავიაციო ფორუმის, CONNECT 2018-ის საიუბილეო, რიგით მე-15 ღონისძიება მიმდინარეობს, რომელიც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა გახსნა.

ფორუმში 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.

 

(R)

Share