4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:54:47

„თეგეტა მოტორსის“ ახალი ფილიალი ახალქალაქში

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

„თეგეტამ“, ახალქალაქში (დ. აღმაშენებლის ქ. 41) ახალი ფილიალი გახსნა. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო - ამ ყველაფერს „თეგეტა“ ერთ სივრცეში გთავაზობთ და ახლა უკვე ახალქალაქშიც.

ახალი სერვის ცენტრის პროექტში 1 100 000 ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო. დასაქმდა 20-მდე ადგილობრივი, რომლებმაც სპეციალური გადამზადების კურსები „თეგეტას აკადემიაში“ გაიარეს. სერვის ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნიკა-დანადგარებით. მომხარებელს საშუალება აქვს შეიძინოს როგორც მსუბუქი და 4X4-ზე ავტომობილისთვის, ასევე  სატვირთო, სასოფლო-სამეურნეო, სპეცტექნიკის ავტომობილების სათადარიგო ნაწილები, საბურავები, ზეთები, ფილტრები, დანადგარები, სპეც-მოწყობილობები, აკუმულატორები და სხვა.

 „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უკვე 23 წელია ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. კომპანია მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა“  სერვის ცენტრებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს  მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul  და სხვა. 

 

(R)

Share