
ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გასული წელი საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის რეკორდული იყო.
მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს ყველა აეროპორტში ჯამურმა ზრდამ 46% შეადგინა.
"აღსანიშნავია, რომ საქართველოში 7 მილიონზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა. საჰაერო მიმოსვლა და ტურიზმი კვლავაც საქართველკოს მთავრობის პრიორიტეტებია და ჩვენ წელსაც მსგავს ზრდას ველით", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
საერთაშორისო საავიაციო ფორუმის „CONNECT 2018" - ის ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც განაგრძობს საავიაციო ბაზრის განვითარების ხელშეწყობას.
„ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს და ხელს შევუწყობთ ყველა იმ კერძო პირსა თუ კომპანიას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის წარმოებას გადაწყვეტს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა
(NS)
Share