1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:55:45

ლარი ისევ გაუფასურდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4671 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4669 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0375 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება  3.0321 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0054 ლარი შეადგინა.

Share