ვალუტის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4763 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4671 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0092 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0587 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 3.0375 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0212 ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, ლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა.
Share