3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:31:04

„ვითიბი ბანკმა“​ შპს პოლიმერის ახალი ქარხნის გახსნა დააფინანსა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

"ვითიბი ბანკმა" შპს „პოლიმერ 1“ - ის ქარხნის გახსნა 1 200 000 აშშ დოლარით დააფინანსა. სესხი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარ­გლებში გაიცა, რაც პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადა­ფი­ნა­ნსებას გულისხმობს.

შპს „პოლიმერ 1,“ რომელიც 1985 წლიდან ეწევა საკუთარ საქმიანობას, ვითიბი ბანკისა და  პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდა­ჭე­რით, პოლიეთილენის გოფრირებული მილების დამამზადებელი დანადგარების, ნედლეულისა და მზა პროდუქციის ხარისხის განმსაზღვრელი საქარხნო ლაბორატორიის  შეძენა შეძლო. ახალი ქარხნის აშენება  წარმოების ასორტიმენტის გაფართოების შესაძლებლობასაც იძლევა.

საწარ­მო­ში ამჟამად დასაქმებულია 90 ადამიანი.  წარმადობის ზრდასთან ერთად კომპანია წლის ბოლომდე დამატებით 30 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს მომხმარებელს შესთავაზოს ეკოლოგიურად სუფთა, მაღალხარისხიანი და საიმე­დო­ პროდუქცია.

(R)

Share