ვალუტის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4649 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4692 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0043 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0057 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 3.0179 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0122 ლარი შეადგინა.
Share