ვალუტის კურსი

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა.
„მოთხოვნამ შეადგინა 49 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.120 პროცენტით, მაქსიმალური 7.210 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.167 პროცენტით განისაზღვრა“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
Share