1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:56:50

დააზღვიე და დასაჩუქრდი - თიბისი დაზღვევა ავტომობილის დაზღვევის აქციას იწყებს

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

5 მარტიდან  თიბისი დაზღვევა ახალ აქციას იწყებს, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს დაზღვევის საუკეთესო პირობებით თიბისი დაზღვევაში და მიიღოს განსაკუთრებული საჩუქრები : 50 ლიტრი საწვავი ვისოლის პრემიუმ საწვავზე და 100 ლარიანი TAXIFY-ის ვაუჩერი.

ასევე მთელი წლის განმავლობაში დაზღვეულები ისარგებლებენ განსაკუთრებული ბენეფიტებით:

15 თეთრიანი ფასდაკლებით ვისოლის საწვავზე.

50% ფასდაკლებით რეცხვის სერვისზე ულიმიტოდ, პარტნიორ სამრეცხაოებში.

სასაჩუქრე ნაკრები ორგვარია და განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა ღირებულებისა არის ავტომობილი:  17 500 ლარზე მეტის, თუ ნაკლების.

აქციაში ჩასართავად და საჩუქრების მისაღებად მომხმარებელმა უნდა შეიძინოს ავტოდაზღვევის სრული ნაკრები, რომელიც მოიცავს: ავტომობილის დაზღვევას, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას, მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევას.

ავტოდაზღვევის შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით: თიბისი დაზღვევის ფილიალებში. თიბისი ბანკის ფილიალებსა და ვებგვერდზე online.tbcinsurance.ge  

საჩუქრებით სარგებლობა მარტივია. Taxify-ის სასაჩუქრე კოდის გამოყენება დაზღვეულებს შეუძლიათ Taxify-ის მობილური აპლიკაციის საშუალებით, ხოლო სასაჩუქრე საწვავით სარგებლობა ვისოლის ბენზინგასამართი სადგურების ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი.

 

(R)

Share