ვალუტის კურსი

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.
„მოთხოვნამ შეადგინა 76 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.720 პროცენტით, მაქსიმალური 7.810 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.739 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური განაკვეთი 8.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
Share