4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:58:18

იანვარ-თებერვალში, საქართველოდან 10,8 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა

By: Admin
2018-09-07 12:34:31
204

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტის ზრდის კუთხით, 2018 წელი პოზიტიურად დაიწყო.

სააგენტოს ცნობით, ექსპორტის ზრდა, იანვრის თვის მონაცემების ანალოგიურად, თებერვლის თვის მდგომარეობითაც შენარჩუნებულია.

„2018 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან, მსოფლიოს 38 ქვეყანაში 10,8 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 23%-ით აღემატება 2017 წლის  ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 24,3 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18% შეადგინა.

 ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: იაპონია - 213% (44292), დიდი ბრიტანეთი - 137% (36108), ესტონეთი - 75% ( 88326), ისრაელი - 58% (31272), ლატვია - 43% (262110), პოლონეთი - 41% (441202), ნიდერლანდები - 32% (13491), რუსეთი - 30% (7425286), ყაზახეთი - 29% (501282), გერმანია - 27% (109834), უკრაინა - 13%(972976), საფრანგეთი - 9%, (14036) და სხვა.     

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი  (7 425 286), უკრაინა (972 976),  ჩინეთი  (559 168), ყაზახეთი  (501 282) და პოლონეთი (441 202).

საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 109 კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, იანვარ-თებერვალში ექსპორტირებულია 2,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 29,8 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

 

(NS)

Share