4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:58:33

საგარეო საქმეთა სამინისტროში EWG-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიხსნა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში EWG-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიხსნა. 

ქართული მხრიდან სამუშაო თავმჯდომარეობას უწევენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი.

ამერიკული მხრიდან, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე ბრაიან მაკფიტერი, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე ბროკ ბირმანი და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი დირექტორი კატერინა ნტეპი. 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - ეკატერინე მიქაბაძე და გიორგი ჩიქოვანი.
 
სამუშაო შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა  საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკური რეფორმების პაკეტის განხორციელებისმიმდინარეობა, საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, ეკონომიკის სხვადასხვა დარგების რეგულაციების დახვეწა და შრომითი კანონმდებლობის სრულყოფა. 

ასევე, ბაზრის თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, ყურადღება დაეთმობა კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის განვითარების საკითხებს და აშშ-ს მხარდაჭერას აღნიშნული მიმართულებით.

საუბარი შეეხება ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის პერსპექტივებს, მათ შორის, კომერციული დიპლომატიის გზით.
 
შეხვედრაზე ვრცლად იქნება მიმოხილული ვაჭრობის, ინვესტიციების, ინოვაციებისა და მეწარმეობის კუთხით საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის განმტკიცების გზები და2018 წლის განმავლობაში სავაჭრო მისიების განხორციელების გეგმები.
 
საუბარი შეეხება აგრეთვე ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგის (HLTID) მომდევნო რაუნდისჩატარება მიმდინარე წლის აპრილში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. 

განხილული იქნება ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობისგაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, შესაბამისი ინიციატივების განხორციელებისა და შეთანხმებების გაფორმების კუთხით.
 
საუბარი ასევე შეეხება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველი ფაზის მიმდინარეობას და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების საკითხებს, მათ შორის,რეგიონულ პროექტებში საქართველოს ჩართულობის გზით. 
მხარეები ასევე ისაუბრებენ სოფლის მეურნეობის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებზე. 

(NS)

Share