3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:40:39

აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 363-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

სებ-ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა 8 კომერციულმა ბანკმა მიიღო.

"მოთხოვნამ შეადგინა 107 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.300 პროცენტით, მაქსიმალური 7.350 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  7.329 პროცენტით განისაზღვრა", ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

Share