3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:40:17

საქსტატი - წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 16.2%-ით გაიზარდა

By: Admin
2018-09-07 12:34:09
204

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1861.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს 16.2 პროცენტით აღემატება.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2017 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 54.3 პროცენტი შეადგინა. ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურას განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით გვიჩვენებს სექტორული დიაგრამა #3. პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 25.9 პროცენტით, მეორეზე - თურქეთი 15.0 პროცენტით, ხოლო მესამეზე - გაერთიანებული სამეფო 13.4 პროცენტით.

„სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2017 წელს 60.5 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 527.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 28.3 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 304.3 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - მშენებლობა 294.6 მლნ. აშშ დოლარით.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, 2017 წლის IV კვარტალში, 497.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 89.1 პროცენტით მეტია. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას 2015-2017 წლებში კვარტალურ ჭრილში.

2017 წლის IV კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურას გვიჩვენებს სტრუქტურული დიაგრამა #6, რომლის მიხედვით პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 20.9 პროცენტით, მეორე ადგილზე - ჩეხეთი 20.1 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილზე ნიდერლანდები - 18.2 პროცენტით

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა, 2017 წლის IV კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, 64.9 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 148.6 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 29.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 94.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 79.3 მლნ. აშშ დოლარით“,-აცხადებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.

Share