4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:04:53

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა რვა კომერციულმა  ბანკმა მიიღო.

„მოთხოვნამ შეადგინა 67 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.240 პროცენტით, მაქსიმალური 7.300 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.286 პროცენტით განისაზღვრა“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

Share