ვალუტის კურსი

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.
„მოთხოვნამ 79 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.440 პროცენტით, მაქსიმალური 7.495 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.474 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.625 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.
Share